სამეცნიერო პროექტი - დასავლეთ საქართველოში მოწეული თაფლის ბოტანიკური წარმოშობის დასადგენად თაფლის მტვრიანების, ბიოაქტიური ნაერთებისა და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ნონა აბაშიძე
დოქტორანტის სამეცნიერო ხელძღვანელი: ინდირა ჯაფარიძე
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე (19.12.2022 - 19.04.2023)
პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:
თაფლის ბოტანიკური წარმოშობის დასადგენად დასავლეთ საქართველოში მოწეული თაფლის მტვრიანების მორფოლოგიური სტრუქტურის, კონცენტრაციის დადგენა, მტვრიანების ატლასის შექმნა, შესაბამისი თაფლის (მათ შორის ჯარას თაფლიც) ქიმიური შედგენილობის გავლენა მის ბიოლოგიურ აქტიურობაზე. მტვრიანების ეტალონური პრეპარატებისა და ატლასის შექმნა. მიღებული შედეგების საფუძველზე სტატიების მომზადება საერთაშორისო რეფერირებადი და ციტირებადი გამოცემისათვის.
ხოლო კვლევის სრულყოფისათვის პროექტის ფარგლებში შესრულდება შედეგი ამოცანები:
1. თაფლის ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნაერთების კვლევა ულტრა მაღალი წნევის მასპექტრალური ქრომატოგრაფირებით;
2. თაფლის ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური ნაერთების ანტიოქსიდანტური აქტიურობის განსაზღვრა DPPH, ABTS და FRAP მეთოდის გამოყენებით;
3. თაფლის ანტიბაქტერიული მოქმედების განსაზღვრა;
4. მტვრიანების ეტალონური პრეპარატებისა და ატლასის შექმნა.
პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევები მთლიანობაში მეცნიერული სიახლეა. დაფინანსება საშუალებას მოგვცემს სისრულეში მოვიყვანოთ კვლევა, კერძოდ თაფლის ბოტანიკური წარმოშობის დასადგენად დასავლეთ საქართველოში მოწეული თაფლის, მათ შორის ჯარას თაფლის მტვრიანების ქიმიური შედგენილობის კორელაციური ანალიზი, ასევე მტვრიანების მორფოლოგიური სტრუქტურისა და კონცენტრაციის დადგენა და მისი გავლენა თაფლის ბიოლოგიურ აქტიურობაზე. ასევე ჩვენს რეალობაში პირველად ჩატარდება კვლევები აჭარის მაღალმთიანეთში მოწეულ - ჯარას თაფლზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებულ სახეობას. ჯარა, მეფუტკრეობის უძველესი ტრადიციაა და საქართველოში, ძირითადად აჭარის მაღალმთიანეთშია შენარჩუნებული. მიკროსკოპული დათვალიერებისას მტვრიანების მორფოლოგიური სტრუქტურის დადგენისა და იდენტიფიკაციის შედეგების საფუძველზე პირველად საქართველოს სინამდვილეში შეიქმნება ჩვენს დასავლეთ საქართველოს რეგიონში თაფლის მტვრიანების ეტალონური პრეპარატები და ატლასი.
უკან |