სამეცნიერო კვლევები

თხევადი კვების პროდუქტების წარმოებებში მემბრანული ტექნოლოგიის მრავალჯერადად გამოყენები-სათვის მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური პროცესებისა და სარეგენერაციო ხსნარების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება

სამეცნიერო პროექტი - თხევადი კვების პროდუქტების წარმოებებში მემბრანული ტექნოლოგიის მრავალჯერადად გამოყენები-სათვის მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური პროცესებისა და სარეგენერაციო ხსნარების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება  GNSF FR/164/3-200/13 

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - რაულ გოცირიძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2014 – 2017 წწ
სამეცნიერო პროექტის მიზანი - საქართველოში არსებული საწარმოების მიერ წარმოებული თხევადი პროდუქციის ფილტრაციის წინასწარი შესწავლა; ცალკეული თხევადი პროდუქციის მემბრანული ფილტრაცია და ფილტრაციის შემდგომ გაბიდნული მემბრანების რეგენერაციისათვის ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა; მრავალკომპონენტიანი ნივთიერებების თანაფარდობათა ცვლილებით ბარომემბრანების მახასიათებლების (სელექტიურობა, წარმადობა) სრული აღდგენის პირობების შესწავლა.

კვლევის სიახლე -   წარმოდგენილი პროექტის სიახლეა საქართველოში წარმოებული  ცალკეული თხევადი კვების პროდუქტის ფილტრაციისათვის უნივერსალური თერმო- და ქიმიურად მდგრადი პოლიმერული მემბრანებისა და შესაბამისად, მემბრანული დანადგარების სწორი შერჩევა და დანერგვა. ფილტრაციის პროცესში გაჭუჭყიანებული მემბრანების  რეგენერაციის ტექნოლოგიური რეჟიმების შემუშავება და დახვეწა.
წინასწარ შერჩეული მემბრანების, შესაბამისად მემბრანული დანადგარების წარმოებებში მონტაჟი და მრავალკომპონენტიანი სარეგენერაციო ხსნარების სწორი შერჩევა, რომლებიც უზრუნველყოფენ მემბრანების საწყისი წარმადობის სრულად აღდგენას, მემბრანული დანადგარის დაუშლელად და შესაძლებელი გახდება მათი მრავალჯერადი გამოყენება, რაც გააიაფებს პროდუქციას, ეს კი წინაპირობაა საქართველოში არსებული კვების მრეწველობებში, მემბრანული ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვისა.
კვლევის მოსალოდნელი შედეგი -  საქართველოში წარმოებული ცალკეული თხევადი კვების პროდუქტის ფილტრაციისათვის უნივერსალური თერმო და ქიმიურად მდგრადი პოლიმერული მემბრანების დამზადება; ფილტრაციის პროცესში გაჭუჭყიანებული მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური რეჟიმების შემუშავება და დახვეწა; სარეგენერაციო ხსნარების შერჩევა და რეგენერაციის ოპტიმალური პარამეტრების დადგენა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა