სამეცნიერო კვლევები

„აჭარაში გავრცელებული ზოგიერთ ხეხილოვან მცენარეთა ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა და მათი პასპორტიზაცია“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „აჭარაში გავრცელებული ზოგიერთ ხეხილოვან მცენარეთა ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა და მათი პასპორტიზაცია“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ალეკო კალანდია

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნელი ხალვაში, დოქტორანტები: მერი ხახუტაიშვილი, ნონა სურმანიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა ითვლება. ამ პროცესში ბუნებრივია აჭარაც ინტენსიურადაა ჩართული. ასევე რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ტურიზმის მზარდი განვითარების პირობებში ვიზიტორთა ადგილობრივი საკვებით უზრუნველყოფა. დამსვენებელთა უდიდესი ნაწილი დაინტერესებულია გასინჯოს ადგილობრივი ხილი, გაერკვეს მის თავისებურებებში, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ყოველივე დაკავშირებულია რეგიონის მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ყოველივე საჭიროებს ხილის გარკვეულ პრეზენტაციას, მის განსაკუთრებულობის ჩვენებას. პირველ რიგში აუცილებელია ვიზიტორმა იცოდეს რას მიირთმევს, მისი ქიმიური შედგენილობა, სარგებლიანობა.

პროექტის მიზანია აჭარაში გავრცელებული ზოგიერთი ხეხილოვანი მცენარეების ნაყოფის (ვაშლის, მსხლის, კომშის, ბლის, ქლიავის ადგილობრივი ჯიშები) ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (ფენოლური ნაერთების, ეთერზეთების, ვიტამინების, ლიპოიდური  და სხვა ნაერთების) შესწავლა,  ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობების დადგენა და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების მიღების ტექნოლოგიის წინაპირობის შექმნა. პროექტი ასევე ითვალისწინებს რეგიონის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ამ სეგმენტის კონკურენტუნარიანობისა და რენტაბელურობის გაზრდის ხელშეწყობას, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის შექმნასა და მისი,  როგორც შედეგის, სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების გაზრდას.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის ფარგლებში პირველად  დადგნიდება ზოგიერთ ენდემურ მცენარეში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები;  შესწავლილი იქნება (სისტემური კვლევა ქრომატოგრაფირებით-HPLC-UV,Vis,RI, UPLC-MS,PDA GC, სპექტრალური ანალიზი, ინფრაწითელი სხივით ანალიზი და კვლევის კლასიკური ფიზიკო-ქიმიური მეთოდებით) ხეხილოვან მცენარეთა ნაყოფები (მსხალი, ვაშლი, ქლიავი, ბალი და სხვა). სუპერფლუიდური  (Super Fluide Eextraction 100 and 500 ml) და სხვა ექსტრაქციით შემუშავდება ბიოპრეპარატების მიღების ტექნოლოგიური სქემები. SFE (Waters -USA) ტექნოლოგიით ნახშირორჟანგით ან/და სხვა გამხსნელების გამოყენებით წარმოებული იქნება ნატიური ლიპოიდური პრეპარატები, ფენოლური ნაერთების კომპლექსები და სხვა. დადგენილი იქნება მიღებული პრეპარატების ანტიოქსიდანტური აქტიურობა.

პირველად საქართველოში შესაძლებელი იქნება ზოგიერთი ენდემური მცენარის და ინტროდუცირებული ხეხილოვანი კულტურების ნაყოფების ქიმიური შედგენილობის თვისობრივი და რაოდენობრივი შედგენილობის დადგენა, მიღებული შედეგების შეჯერებით კი მოხდება მათი პასპორტიზაცი, რასაც სამეცნიერო და შემდგომში პრაქტიკულ მნიშვნელობაც ექნება.

პროექტის ფარგლებში სრულყოფილი ლაბორატორია მოემსახურება რეგიონში მოღვაწე მეცნიერებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და ბაკალავრებს; ასევე საწარმოებს თანამედროვე ხელსაწყო-აპარატურით კვალიფიციური ქიმიური და ბიოლოგიური კვლევების ჩატარებაში.

 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა