სამეცნიერო კვლევები

ხორბლის ყვითელი ჟანგას ადგილობრივი პოპულაციისადმი გამძლეობის ახალი დონორების და კონტროლის სხვა ეფექტური საშუალებების გამოვლენა

სადოქტორო საგრანტო პროექტი  - ხორბლის ყვითელი ჟანგას ადგილობრივი პოპულაციისადმი გამძლეობის ახალი დონორების და კონტროლის სხვა ეფექტური საშუალებების გამოვლენა (DO/104/10-101/14). 2014-2015წწ

დოქტორანტი - ქეთინო ნაცარიშვილი

ხელმძღვანელი: ზოია სიხარულიძე.

პროგრამის  დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის შედეგი: ხორბლის ყვითელი ჟანგას გავრცელების მონიტორინგის მიზნით საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელ რაიონებში  ჩატარდა  სამეცნიერო ექსპედიციები და  დადგინდა ყვითელი ჟანგას გავრცელების ინტენსივობა; ჯიშ-დიფერენციატორთა საერთაშორისო ნაკრებზე მოხდა ყვითელი ჟანგას გამომწვევის ქართული პოპულაციის  ვირულენტური სტრუქტურის იდენტიფიცირება, დადგინდა პათოგენის ქართული პოპულაციისადმი  ეფექტური გამძლეობის გენები; ხორბლის ყვითელი  ჟანგასადმი გამძლეობის წყაროების გამოვლენის მიზნით შეფასდა ადგილობრივი და ინტროდუცირებული სასელექციო მასალის (10th IYRTN-16  (80 ნიმუში), საქართველოს სასოფლო სამეურნეო კვლევების  ცენტრის მიერ მოწოდებული ქართული, რუსული, ავსტრიული და ფრანგული წარმოშობის 32 ნიმუში და ქართული ხორბლის ჩანასახოვანი ბანკის 20 ნიმუში) გამძლეობა საქართველოს სხვადასხვა რაიონში: გამოვლინდა ჟანგასადმი გამძლე და ზომიერად გამძლე ნიმუშების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რაც ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სასელექციო პროგრამებისთვის.

პროექტის ფარგლებში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული უნივერსიტეტის მარცვლეულთა სტრესის ბიოლოგიის მთავარ ლაბორატორიაში კვლევითი ვიზიტისას კლასიკური და PCR-SSR-მეთოდის გამოყენებით დადგინდა ყვითელი ჟანგას ქართული პოპულაციის შიდა მრავალფეროვნება; გამოიცადა  რიგი ბიოლოგიური საშუალებების ფუნგიციდური მოქმედება ხორბლის ყვითელი ჟანგას გამომწვევზე და დადგინდა   მათი ეფექტიანობა.

დოქტორანტმა პროექტის ფარგლებში მარცვლოვანთა ჟანგებისა და ნაცრების მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე (დანია, 2015 წ. 5-8 ივლისი) წარადგინა სასტენდო მოხსენება ”Monitoring of variability in wheat rust pathogens by international trap nurseries“ (აბსტრაქტების წიგნი, გვ. P09 (87) http://emcrf.au.dk/fileadmin/EMCRF/Abstract_Pdf/Abstractbook_010915.pdf).
დოქტორანტმა პროექტის ფარგლებში  საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოაქვეყნა 2 შრომა.

კვლევის აღნიშნული ნაწილი ასახა დისერტაციაში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა