სამეცნიერო პროექტის დასახელება: „აჭარა-გურიაში გავრცელებული ციტრუსოვანთა პერსპექტიული ჯიშებისა და კლონების შერჩევა სადედე-საკოლექციო ბაღების მოწყობის გენოფონდის შენარჩუნებისა და შემდგომი გამოყენების მიზნით“ - GNSF/ST08/8-521;
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით ბარათაშვილი.
სამეცნიერო პროექტის ძირითადი შემსრულებლები: ნელი ხალვაში, ავთანდილ მესხიძე, გურამ მემარნე, შოთა ლამპარაძე, ბიძინა ფერცელიძე, დალი ქამადაძე.
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2009-2011
სამეცნიერო პროექტის მიზანი: ციტრუსოვანთა გაქრობის საშიშროების ქვეშ მყოფი პერსპექტიული ჰიბრიდებისა და ჯიშების მოძიება/გამოვლენა და გენოფონდის შენარჩუნების მიზნით მათი კონსერვაცია; პერსპექტიული ჯიშებისა და კლონების ბაზაზე ციტრუსოვანთა სადედე-საკოლექციო ნაკვეთის გაშენება; ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების ციტრუსოვანთა ფერმერულ მეურნეობებში საადრეო მანდარინის ჯიშ ტიახარა უნშიუს ბაზაზე სადედე-საჩვენებელი პლანტა¬ციების გაშენება და დარგის რენტაბელობის ამაღლებისათვის ხელშეწყობა.
სამეცნიერო პროექტის შედეგი:
• გამოყვანილი იქნა მანდარინის საადრეო ჯიშის ტიახარა უნშიუს 9000 ძირი სტანდარტული სარგავი მასალა (ნერგი);
• ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების ციტრუსოვანთა ფერმერულ მეურნეობებში გაშენდა საადრეო მანდარინ ტიახარა უნშიუს 16 სადედე-საჩვენებელი ბაღი (3 ჰა ფართობზე);
• შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტის ყოფილ სასწავლო საცდელ ნაკვეთზე 0,9 ჰა ფართობზე მოეწყო სადედე-საკოლექციო ნაკვეთი;
• გამოვლენილი და გამრავლებული იქნა Citrus-ის და Fortunella-ს გვარის 50 ჯიში, ჰიბრიდი და კლონური ფორმა (ნაცვლად გრანტით გათვალისწინებული 23 ჯიშისა);
• სატელევიზიო ეთერისა და სადემონსტრაციო დღეების საშუალებით განხორციელდა მანდარინის საადრეო ჯიშის ტიახარა უნშიუს პოპულა¬რიზაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მანდარინის საადრეო ჯიშებისადმი მოსახლეობის დაინტერესებას;
• გამოქვეყნდა 4 სამეცნიერო სტატია;
• გრანტის სახსრებით მომზადდა და გამოიცა სამეცნიერო ბროშურა: ,,ნარინჯოვანთა პერსპექტიული ჯიშები და ფორმები” ბათუმი, 2010 წელი (36 გვ) ნაშრომში აღწერილია არა მარტო ციტრუსოვანთა (მანდარინი ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ფორტუნელა) პერსპექტიული ჯიშები, არამედ მოცემულია ციტრუსოვანთა ელიტური სარგავი მასალის გამოყვანის ტექნოლოგიური ციკლი.
უკან |