სამეცნიერო კვლევები

ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ

სურათი

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ.

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (NFR-19-7386)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა შაშიკაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:  მირიან მახარაძე (კოორდინატორი) ალკაზარ კაშია (მკვლევარი)

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადები:  2020 – 2023

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანს წარმოადგენს 1700-იან წლებში შედგენილი ორი უმნიშვნელოვანესი ოსმალური ხელნაწერი დოკუმენტის - ,,ბათუმის სადროშოს ვრცელი და მოკლე დავთრების“ მეცნიერული დამუშავება - გაშიფვრა, თარგმნა, აკადემიური კვლევა და მონოგრაფიად გამოცემა. დოკუმენტები ინახება ანკარის მიწის და კადასტრის მთავარი სამმართველოს არქივში. მათი ასლები დაცულია სტამბოლში, პრეზიდენტის საარქივო სამმართველოს ოსმალურ არქივში.

ბათუმი ოსმალეთის იმპერიაში ცალკე სადროშოს სახით იყო გაერთიანებული. იგი სხვადასხვა დროს ვილაიეთის ცენტრიც იყო. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მოცემულ პერიოდში ბათუმის სადროშო, დღევანდელი ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიების (დღევანდელი აჭარის 20-მდე სოფელი) გარდა შედიოდა ისტორიული ჭანეთიც.

დოკუმენტები შეიცავს დიდი რაოდენობით ვრცელ ჩანაწერს, რომელთა წაკითხვა, თარგმნა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა ნათელს მოჰფენს ბათუმის და მთელი რეგიონის ისტორიის ისეთ საკითხებს, რომელიც დღემდე უცნობია ქართული საზოგადოებისათვის. მათი გამოქვეყნება უთუოდ პირველწყარო იქნება საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა