სამეცნიერო პროექტის დასახელება: დაგროვებითი საპენსიო სისტემით მისაღები სოციალური სარგებლის ღირებულების პროგნოზირება გრძელვადიანი დეპოზიტის ღირებულების ცვლილების მიხედვით
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფ. ასიე ცინცაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფ. ვლადიმერ ღლონტი, ასოც.პროფ. ლელა ონიანი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2020 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში დაგროვებითი პენსიის პროგრამის დანერგვისას შექმნილი პრობლემების კვლევა თანდართული რისკების გაანალიზებით და ჩატარებული კვლევის საფუძველზე პერსპექტივაში მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირება, არსებული რისკების პირობებში გრძელვადიანი საბანკო დეპოზიტების ღირებულების ცვლილების ისტორიული მონაცემების გამოყენებით.
მიზნის მისაღწევად შეისწავლება პოსტსაბჭოური ქვეყნისა და განვითარებული ევროპული ქვეყნების მაგალითები, განისაზღვრება ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ან პირიქით უარყოფითად იმოქმედებენ რეფორმის ეფექტიან განხორციელებაზე.
შემუშავდება სადეპოზიტო განაკვეთების, როგორც ყველაზე დაბალ რისკიანი დაბანდებების
ცვალებადობის დინამიკა და წარსულში დეპოზიტებში განხორციელებული დაბანდებებით
დღეს მიღებული სარგებლის ღირებულება, მიღებული შედეგები გამოიყენება მომავალი
საპენსიო შედეგების პროგნოზირებისათვის;
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულებაა სხვადასხვა მიმართულებით კვლევების ხელშეწყობა (თვითდასაქმებულთა საპენსიო სქემაში ჩართვის პერსპექტივა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის მდგრადობა), ვინაიდან დაგროვებითი პენსიის ეფექტიანობისა და მომავალი ღირებულების პროგნოზი არის დღეს საზოგადოების სწორი არჩევანის გაკეთებისა და საპენსიო ფონდის განვითარების მნიშვნელოვანი მოტივატორი.
კვლევითი პროექტის ფარგლებში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია
გატარებული რეფორმის სარგებლიანობისა და სანდოობის შესახებ. მოსალოდნელი რისკფაქტორების შემცირების მიზნით შემუშავდება სარეკომენდაციო წინადადებები და
გადაეცემა შესაბამის სამსახურს.
უკან |