სამეცნიერო კვლევები

„მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის გავლენა პაციენტების ჰომეოსტასზე (ჰორმონალურ და მიკროელემენტების სტატუსზე), სიმსუქნსთან ასოცირებული დაავადებების მიმდინარეობაზე და პაციენტების ცხოვრების ხარისხზე .“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის გავლენა პაციენტების  ჰომეოსტასზე (ჰორმონალურ და მიკროელემენტების სტატუსზე),  სიმსუქნსთან ასოცირებული დაავადებების მიმდინარეობაზე და პაციენტების ცხოვრების ხარისხზე .“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მტკიცებითი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი , პროფესორი, MD, PhD, სალომე ღლონტი.

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, MD, PhD, კახაბერ ქაშიბაძე. ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, MD, PhD,სოფიო ბერიძე, ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ცეცხლაძე, ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი ელგუჯა წითლიძე. ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი მეგი ინაიშვილი. ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი დავით ქობულაძე .

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2020 წელი

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: სიმსუქნის პრევალენტობის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული პათოლოგიის მკურნალობა   კვლავ რჩება აქტუალურ   პრობლემად, არამარტო ჩვენი რეგიონის არამედ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგეს, შევისწავლოთ მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობის გავლენა პაციენტების       ჰომეოსტასზე  (ჰორმონალურ  და  მიკროელემენტების  სტატუსზე), სიმსუქნესთან ასოცირებული დაავადებების მიმდინარეობაზე და პაციენტების ცხოვრების ხარისხზე, ასევე ეპიგენეტიკური ფაქტორების როლი. აღნიშნულიდან გამომდინარე დასახულია შემდეგი ამოცანები.

კერძოდ, შევისწავლით:

➢ მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის   მქონე პაციენტების           სამედიცინო ისტორიის შესწავლა, სტაციონალური    და ამბულატორიული სამედიცინო ბარათების საფუძველზე;

➢ მორბიდული  (უკიდურესი  ხარისხის)  სიმსუქნის  მქონე  პაციენტების     ეპიგენეტკური ფაქტორების შესწავლა;

➢ მორბიდული  (უკიდურესი  ხარისხის)  სიმსუქნის     მქონე  პაციენტების      ცხოვრების ხარისხის შესწავლა  და შედარება  პრე და პოსტოპერაციულ პერიოდში;

➢ მორბიდული  (უკიდურესი  ხარისხის)  სიმსუქნის  პაციენტებში  ქირურგიული მკურნალობის გავლენა   სიმსუქნსთან ასოცირებული დაავადებების მიმდინარეობაზე; ➢ ქირურგიული მკურნალობის გავლენა მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის პაციენტების  ჰორმონალურ  სტატუსზე.  კერძოდ,  სისმუქნესთან  ასოცირებული ჰორმონალური მაჩვენებლების   დინამიკაზე:     სიხლის შრატში TSH-ის (თირეოტროპული

ჰორმონი),   fT4-ის (თავისუფალი თიროქსინი), D ვიტამინისა და ინსულინის განსაზღვრა;

➢ ქირურგიული მკურნალობის გავლენა მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის პაციენტების ლიპიდურ სპექტრზე. კერძოდ, სისმუქნესთან ასოცირებული ძირითადი ლიპიდური მაჩვენებლების    დინამიკაზე:        სიხლის შრატში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების განსაზღვრა;

➢ ქირურგიული მკურნალობის გავლენა მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის

პაციენტების გლიკემიის მაჩვენებლებზე. კერძოდ,    სიხლის შრატში გლუკოზისა და გლიკოზირებელი ჰემოგლობინის განსაზღვრა;

➢ ქირურგიული მკურნალობის გავლენა მორბიდული (უკიდურესი ხარისხის) სიმსუქნის პაციენტების მიკროელემენტების (კალიუმი, კალციუმი) სტატუსზე.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კვლევითი პროექტი მოგვცემს საშუალებას გამოვკვეთოთ   სამომავლო პერსპექტივები და გავაუმჯობესოთ დაავადების მართვის მეთოდები, ასევე შევიმუშაოთ დარგობრივი რეკოემდაციები. კერძოდ, ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევას ექნება არსებითი მნიშვნელობა კლინიკური პრაქტიკისათვის. ჩატარებული კვლევები დაგვეხმარება გამოვლენილი იქნას მორბიდული სიმსუქნის პირველად და მეორად (პოსტოპერაციული) პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ასევე ეპიგენეტიკური ფაქტორების შესწავლა მოგვცმს საშუალებას დავსახოთ კვლევის შემდგომი პერსპექტივები. დაავადების სავალალო ზრდის ტენდენცია, როგორც ჩვენს რეგიონში, ისევე მსოფლიოში     ქმნის ატუალურობას ზემოდ აღნიშნული კვლევითი პროექტის  გრძელვადიანი    პერსპექტივის აუცილებლობას, რადგან სიმსუქნე არის ქრონიკული და მორეციდივო დაავადება ქირურგიული მკურნალობის შემდგომ პერიოდშიც კი.

გარდა აღნიშნულისა მიღებული შედეგებს ექნება სამეცნიერო ღირებულება საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე. კერძოდ, პროექტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მონაწილეობა დარგობრივ სამეცნიერო კონფერენცეიბში   და შედეგების გაზიარება. კვლევის დასრულების შემდგომ  მომზადება მინიმუმ  2 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც დაიბეჭდება რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალები, რაც ხელს შეუწყობს მიღებული მონაცემების გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა