სამეცნიერო კვლევები

"ახალშობილთა სისხლის ერითროციტური ჯგუფური ანტიგენ-ანტისხეულების იმუნოგენეტიკური მახასიათებლების შეფასება"

სამეცნიერო პროექტის დასახელებაახალშობილთა სისხლის  ერითროციტური ჯგუფური ანტიგენ-ანტისხეულების  იმუნოგენეტიკური მახასიათებლების შეფასება

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი: მარინა ნაგერვაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

ძირითადი პერსონალი:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის

პროფესორები: ჯუმბერ უნგიაძე, მარინა ქორიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი;  ქეთევან დოლიძე

ასოცირებული პროფესორი: ლეილა ახვლედიანი

ასისტენტ პროფესორი:  თეა ქოიავა

დამხმარე პერსონალი:  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის სპეციალისტი შორენა გაბაიძე

პროექტში მონაწილე სტუდენტები:

ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამის მე-3 კურსის დოქტორანტი: ირინე ცინცაძე

ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსის მაგისტრანტები: ჯილდა გობაძე, თეონა ფუტკარაძე, ქეთევან ფოტოვა;

მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი ჯანანაშვილი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2020 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

ზოგიერთ ახალშობილში ზრდასრული ადამიანებისაგან განსხვავებით, A და B ანტიგენები ერითროციტებზე უფრო სუსტადაა გამოხატული, ხოლო შესაბამისი აგლუტინინები სისხლის შრატში შეიძლება არ იყოს, რაც ქმნის სირთულეებს ჯვა­რედინი მეთოდით სისხლის ჯგუფის დადგენისას. აღნიშნული ფაქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამძიმებული ანამნეზის მქონე ახალშობილებში (ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადებისა და დღენაკლულობის შემთხვევებში), როცა  გადაუდებელი ტრანსფუზიის საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ რთულია შესაბამისი დონორის შერჩევა. რეზუს-ანტიგენი ახალშობილებში ისევეა გამოხატული, როგორც ზრდასრულებში.  ჩვენმა კვლევებმა და კლინიკურმა პრაქტიკამ გამოავლინა, რომ  დამძიმებული ანამნეზის ახალშობილებში საკმაოდ ხშირია სისხლის ჯგუფის განსაზღვრის სირთუ­ლეები. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა თავდაპირველად ისაზღვრება АВ (IV) ჯგუფი, ხოლო  ერთი კვირის შემდეგ ჯგუფი A (II)  ან В (II). არის შემთხვევები, როცა სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდით ისაზღვრება სხვადასხვა ჯგუფი. განსა­კუთ­რებით გართულებულია ჯგუფის განსაზღვრა, თუ სისხლი აღებულია ჭიპლარის ვენიდან. ასეთ შემთხვევებში ტრანსფუზიის განხორციელება და დონორის სწორად შერჩევა ჭირს და მოითხოვს საკმაოდ ბევრ დროს, დაყოვნება კი ხშირ შემთხვევაში პაციენტისათვის დიდ საფრთხესთან ასოცირდება. მოცემულ  შემთხვევაში აუცილებელია ABO სისტემის გენოტიპირება. ასევე საკმაოდ აქტუალურია ახალშობილთა სენსიბილიზირების შესწავლა ანტიერითროციტური ანტისხეულების შესწავლის გზით.

კვლევის მიზანია ახალშობილთა სისხლში  ერითროციტური ABO ჯგუფური სისტემის იმუნოლოგიური და გენეტიკური მახასიათებლები შეფასება

 აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე დავისახეთ შემდეგი ამოცანები:

ა) კვლევისათვის საჭირო მეთოდების შერჩევა და  მოდიფიცირება;

ბ) ახალშობილთა სისხლში სხვადასხვა იმუნოსეროლოგიური მეთოდით ABO სისტემის ანტიგენების სკრინინგი;

გ) ახალშობილთა სისხლში  H ანტიგენის სკრინინგი;

დ) ახალშობილთა სისხლში ბუნებრივი  ანტი-A, ანტი-B ანტისხეულების სკრინინგი და მათი რაოდენობრივი მახასიათებლების შეფასება;

ე) ახალშობილთა სისხლში იმუნური ანტი-A, ანტი-B  ანტისხეულების სკრინინგი და მათი რაოდენობრივი მახასიათებლების შეფასება;

ვ) ახალშობილთა სისხლის ნიმუშებიდან დნმ ნიმუშების მიღება;

ზ) ახალშობილთა დნმ -ის  ნიმუშებში   ABO სისტემის ანტიგენების მაკოდირებელი გენების  გენოტიპირება.

თ) მიღებული შედეგების მათემატიკურ-სტატისტიკური დამუშავება;

ი)  საკვლევი კონტიგენტისათვის ალოიმუნოსენსიბილიზაციის ინდექსის დადგენა;

კ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ლ) კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია საერთაშორისო კონფერენციაზე;

მ) საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალისათვის  სტატიის მომზადება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგიონის მასშტაბით ახალშობილთა ჯგუფური კუთვნილების ზუსტი დადგენისათვის პირველად იქნება გამოყენებული  კომბინირებული მეთოდები. მსგავსი კომპლექსური მიდგომა და ახალშობილთა ABO სისტემის ანტიგენების განსაზღვრა სხვადასხვა იმუნოსეროლოგიური მეთოდით და შესაბამისი ლოკუსის გენოტიპირებით შეცდომების დაშვების ალბათობას სრულად გამორიცხავს, რაც უსაფრთხო ტრანსფუზიის მნიშვნელოვანი გარანტიაა. ასევე კვლევის ფარგლებში რეგიონში პირველად შეფასდება ახალშობილთა იმუნოსენსიბილიზაციის ინდექსი ანტიერიტროციტური ანტისხეულების მიხედვით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა