სამეცნიერო კვლევები

ციტოკინური პროფილი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების დროს.

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ციტოკინური პროფილი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების დროს 

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ილია ნაკაშიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფესორი ჯუმბერ უნგიაძე, ბიოლოგიის    მეცნიერებათა დოქტორი შორენა ფოცხიშვილი, ბიოლოგიის    მეცნიერებათა დოქტორი ია ფანცულაია, სტუდენტი ინაიშვილი მარიამი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კვლევის მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს  ციტოკინური პროფილის შესწავლა, პროანთებითი და ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების მაჩვენებლების გამოყენება ინსულტის გამოსავალის პროგნოზირებისა და ადექვატური ინტენსიური თერაპიის ჩატარებისათვის, რაც გავლენას მოახდენს ინსულტის ფუნქციონალურ გამოსავალზე - ლეთალობისა და ინვალიდიზაციის ხარისხის შემცირება.
კვლევაში ჩართული იქნება მწვავე იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის მქონე პაციენტები, თითოეულში 20–20 ინდივიდი.

თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები წარმოადგენენ ერთ-ერთ უმწვავეს მედიკო-სოციალურ პრობლემას, აყენებენ რა უდიდეს ეკონომიკურ ზიანს საზოგადოებას. ისინი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციისა და ხანგრძლივი ინვალიდიზაციის მთავარ მიზეზს წარმოადგენენ, უჭირავთ მესამე, ხოლო ზოგიერთი ავტორების მიხედვით, მეორე ადგილი მოზრდილი მოსახლეობის სიკვდილის მიზეზებს შორის.

ინსულტების დაახლოებით 80%-ს იშემიური ცერებრული ინფარქტი, ხოლო 20%-ს ჰემოაგიული ინსულტი წარმოადგენს. ლეთალობის მაჩვენებელი იშემიური ინსულტების დროს 39%-ს, ხოლო ჰემორაგიულის დროს 71%-ს შეადგენს.

ინსულტის განვითარების რისკი მაღალია მამაკაცებში ქალებთან შედარებით. თეთრკანიან მამაკაცებში ის ვითარდება 62,8 100 000 მოსახლეზე და სიკვდილის მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 26,3%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ქალებში 100 000 მოსახლეზე ის შეადგენს 59-ს, ხოლო სიკვდილიანობა 39,2%-ს. ინსულტი მიიჩნევა ხანდაზმული ასაკის დაავადებად. ინსულტების ერთი მესამედი ნაწილი ვითარდება 65 წლამდე ასაკის პირებში. მისი განვითარების რისკი მატულობს ასაკთან ერთად, განსაკუთრებით 64 წელზე ზემოთ, რაც ინსულტების საერთო რაოდენობის 75%-ს შეადგენს.
ინსულტის განვითარებას მისი ფორმისა და სიმძიმის მიუხედავად,  ყოველთვის თან ახლავს სტრუქტურულ, მოლეკულური და ფუნქციონალური ცვლილებების განვითარება, რაც რამოდენიმე თვიდან რამოდენიმე წლამდე გრძელდება. მიკროცირკულაციის დარღვევა, ჰემატო-ენცეფალური ბარიერის დაზიანება, სისხლძარღვოვანი სპაზმი ჟანგბადის აქტიური ფორმების, ლეიკოტრიენებისა და NO –ს წარმოქმნასთან ერთად იწვევენ ისეთი ბიოქიმიური მედიატორების წარმოქმნას, როგორებიცაა ციტოკინები, რომლებიც პათოლოგიური პროცესის მედიატორებს და ინდუქტორებს წარმოადგენენ. მათი აქტივაცია ხორციელდება ინსულტის ზონაში დაზიანებული ეპითელიუმისა და ლეიკოციტების ურთიერთქმედების შედეგად. ამავე დროს აღინიშნება ნეიროპროტექტორული ფაქტორების ექსპრესია. დისბალანსი პროანთებით და ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს შორის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც  თავის ტვინის დაზიანების  ხარისხზე,  ასევე  ინსულტის ფუნქციონალურ გამოსავალზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა