სამეცნიერო პროექტის დასახელება: „საზღვაო სატრანსპორტო კლასტერების ფორმირების პერსპექტივები და ტენდენციები რეგიონალურ ეკონომიკაში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე)“
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მოწვეული პედაგოგი თამთა ვარშანიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფესორი ვლადიმერ ღლონტი, დოქტორანტები ლაშა მანველიძე და სალომე ჯაფარიძე.
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინების ფონზე, ნებისმიერი საზღვაო ქვეყნის, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც თავისთავად მიმართულია და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და სტაბილურობას, მნიშვნელოვანს და პრიორიტეტულს წარმოადგენს საპორტო საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე რაციონალურ წვდომას, რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე აისახება და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერი სახელმწიფო სხვადასხვა მეთოდით ცდილობს საკუთარი ტერიტორიის ისეთი მიმართულებით გაფართოებას, რომელიც მათ ზღვაზე გასასვლელს უზრუნველყოფს, რადგან სწორედ პორტის არსებობა წარმოადგენს იმ საკვანძო და ღირებულ რესურს, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ჩართულობას და ქვეყნის, რეგიონის კონკურენტუნარიანობის და ცნობადობის ამაღლებას.
მნიშვნელოვანია საქართველოს ზღვისპირა რეგიონების, კერძოდ კი აჭარის რეგიონის საზღაო-სატრანსპორტო სისტემის პოტენციალის შეფასება და რეგიონში კლასტერული ფორმირებების შექმნის, მისი განვთარების შესაძლებლობების და პერსპექტივების განსაზღვრა, კლასტერული ფორმირებების ევროპული გამოცდილების შესწავლა და შესაძლო პარალელების გავლება.
წინამდებარე კვლევითი პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე რეგიონულ ეკონომიკაში საზღვაო კლასტერების ფორმირების შესაძლებლობების განხილვისა და მეცნიერული შეფასების ცდაა.
კვლევითი პროექტის მიზანია რეგიონული ეკონომიკის რეფორმირების მნიშვნელოვანი კანონზომიერების, ტენდენციების და თავისებურებების გამოვლენა და საქართველოს ზღვისპირა რეგიონების, კერძოდ კი აჭარის რეგიონის საზღაო-სატრანსპორტო სისტემის პოტენციალის შეფასება და კლასტერული ფორმირებების შექმნის მიზანშეწონილობის განსაზღვრა. მათ საფუძველზე ორგანიზაციულ ერთობლიობაში თეორიული და მეთოდოლოგიური დებულებების, მეთოდური და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონის სოციალურ- ეკონომიკური პროცესების ეფექტიანი განვითარება.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის განხორციელების შედეგად მოვამზადებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე საქართველოში რეგიონული ეკონომიკის ფუნქციონირების ამსახველ დეტალურ ინფორმაციას, შევიმუშავებთ რეგიონული ეკონომიკის განვითარების შეფასების ინდიკატორთა სისტემას, გამოვაქვეყნებთ შესაბამის სამეცნიერო სტატიებს. ასეთი ნაშრომები დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, მკვლევრებს, სახელმწიფო ორგანოებს რეგიონული სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში. კვლევის შედეგები გადაეცემა სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს, უნივერსიტეტებს, საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ოგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებს. ნაშრომი ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისათვის, მეცნიერთათვის და მართვის ორგანოებსა და სტრუქტურებში მომუშავე პირთათვის. კვლევა საშუალებას მოგვცემს, გაირკვეს თუ რა პერსპექტივები არსებობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებისათვის საქართველოში, როგორია მისი ფუნქციონირების შეფასების მექანიზმები. შესაბამისი რეკომენდაციები მიმართული იქნება ეფექტიანი რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის.
პროექტის შედეგების გამოყენება შეიძლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფციის შემუშავებისას, რეგიონული ბაზრების, აგრეთვე მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული დარგის განვითარებისათვის. შემუშავებული შეფასების მეთოდიკის გამოყენებით შესაძლებელია განისაზღვროს რეგიონული ბაზრების ადგილი რეგიონის ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას; ინოვაციისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას; ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას; ინფრასტრუქტურის განვითარებსა და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას; შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარებას.ყოველივე ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ზუსტად და ეფექტიანად გამოვიყენოთ რეგულირების საშუალებები.
უკან |