გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი თეა ქოიავა
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ლეილა ახვლედიანი, დოქტორანტი ვიქტორია თავაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს სტატისტიკური მონაცემებით ზაფხულის სეზონური ნაწლავური ინფექციების აფეთქებების ძირითადი გამომწვევი E. Coli უნდა იყოს (მაგრამ არის თუ არა შიგა ტოქსინ წარმომქმნელი E.coli-ით (STEC), თქმა ძნელია), მაგრამ ეს მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაფუძნებული სტატისტიკაა და ლაბორატორიულად დადასტურება სამწუხაროდ ვერ ხდება. ამასთანავე, ანამნეზი ადასტურებს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომ ინფექციის მიზეზი ხშირად ზღვაში ბანაობისას წყლის დიდი რაოდენობით ჩაყლაპვაა. ამიტომ შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის შესწავლა, ეშერიხიას გავრცელების თვალსაზრისით, აქტუალურია. მით უფრო, რომ სამეცნიერო ლიტერატურაშიც მწირია მონაცემები STEC-ის ზღვის წყლის გარემოში პერსისტირებისა და გავრცელების შესახებ, თუმცა გვხვდება კვლევები სანაპირო ზოლის ზღვის რბილტანიანებში (მიდიები) STEC-ის აკუმულირების შესახებ (Gourmelon et al., 2006; Charlote Baliere et al., 2015), ისინი კი ზღვის ბიოფილტრებია და შესაბამისად STEC-ის მათში აკუმულაცია ზღვის დაჭუჭყიანებაზე უნდა მეტყველებდეს.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ანტიბიოტიკორეზისტენტობაა, რომელმაც უკვე მსოფლიო
მასშტაბი შეიძინა და რეზისტენტობის განმაპირობებელი გენების გავრცელების საკითხის შესწავლა დღეს ძალიან აქტუალურია.
რადგან არ არის შესწავლილი STEC-ის შემცველობა საქართველოს წყლიან გარემოში და მათ
შორის შავი ზღვის საქართველოს საკურორტო სანაპირო ზონაში, ამიტომ აღნიშნული პროექტის მიზანია მდინარეების, ჩამდინარე წყლებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში შიგა ტოქსინწარმომქმნელი (Shiga-toxin like E.coli, STEC) E.coli-ის პერსისტირების და გავრცელების მექნიზმების შესწავლა; წყლიან გარემოში მის რიცხოვნობასა თუ სიცოცხლიუნარიანობაზე სხვადასხვა აბიოტური (ტემპერატურა, მარილიანობა, pH და ა.შ.) ფაქტორის გავლენა. ასევე საკურორტო ზოლში ზღვის წყლის საერთო კოლიფორმებით დაბინძურების ხარისხის დადგენა, ენტერეოჰემორაგიული ნაწლავის ჩხირის (E.coli O157:H7) ანტიბიოტიკორეზისტენტობის განსღვრა და რეზისტენტული შტამების გენეტიკური კვლევა (ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენის იდენტიფიცირება). კვლევის მიზანს ასევე, წარმოადგენს ზღვის სეზონზე დაფიქსირებული ბაქტერეული ნაწლავური ინფექციების ეპედემიური აფეთქების დროს დაავადებული ადამიანების ფეკალიებიდან ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირის გამოყოფა და კავშირის დადგენა ზღვის წყალსა და სეზონურ ნაწლავურ ინფექციას შორის.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ვინაიდან აჭარის რეგიონი საკურორტო ზონაა ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში ზღვის წყლის დაბინძურების და მასში საშიში პათოგენების აღმოჩენასა და შესწავლას. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, თუ არასეზონზე თვის განმავლობაში ფიქსირდება 150 დან 200 მდე ნაწლავური ინფექციის შემთხვევა ზღვის სეზონის დადგომისთანავე შემთხვევათა რაოდენობა თვეში
3000 შემთხვევამდე იზრდება (აჭარის საზ. ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით). აქედან გამომდინარე, ზღვის წლის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია სეზონურ ნაწლავურ ინფექციებთან. კვლევებით დადგინდება ზღვის მიკრობიოლოგიური დაბინძურების ხარისხი, დადგინდება დაბინძურების კერები, კავშირი ზღვის წყლის დაბინძურებას და სეზონურ ნაწლავურ ინფექციებს შორის, გაკეთდება ანტიბიოტიკო მგრძნობელობა და დაზუსტდება რეზისტენტობის ხარისხი. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ და დავადგინოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფექციების შემთხვევაში ეფექტური მკურნალობის გზები.
უკან |