„საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა
12 სექტემბერი 2022 წელი

„საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა
2022 წლის 16 სექტემბერს, 16:00 საათზე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი DAAD-ი გიწვევთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრაზე. საკონსულტაციო შეხვედრაზე გაეცნობით საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მკვლევართა 3-თვიანი კვლევითი ვიზიტის 15 000 ევროთი დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობის მიზნით.
სრულად