27 იანვარი 2025 წელი
დასრულდა ბსუ-ს ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ 2024 წლის ჩემპიონატის შემოდგომის სეზონი. ღონისძიებაში 53 სტუდენტური გუნდი, ასევე კონკურსგარეშე ექვსი “ლეგიონერთა” და ერთი სასკოლო გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა გუნდმა ,,თამადამ”. მეორე ადგილზე გავიდა გუნდი “შინშაი”, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა გუნდი “ინკვიზიცია”. უნდა აღინიშნოს ასევე მეოთხე ადგილზე გასული გუნდი “არსადროს”, რომელიც ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა საპრიზო ადგილზე გასვლის შანსს.
ჩემპიონატი სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. წამყვანი გახლდათ - გიორგი მასალკინი. სარედაქციო ჯგუფში მუშაობდნენ: თამარ სირაძე, ნინო ძნელაძე, ალეკო კახიძე, გიორგი მასალკინი. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ - მარიამ სურმანიძე და ალეკო კახიძე.
მომდევნო, 2025 წლის გაზაფხულის სეზონი გაზაფხულის სემესტრის დაწყებასთან ერთად დაიწყება.