ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული საკურორტო ზონების განვითარების აუცილებლობა
5 თებერვალი 2024 წელი
ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული საკურორტო ზონების განვითარების აუცილებლობა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტმა ქეთი მგელაძემ სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები“ მონაწილეობა მიიღო. ცალსახად მნიშვნელოვანია, საქართველოში საკურორტო ადგილების და ხალხური მედიცინის საკურორტო-გამაჯანსაღებელი პოტენციალის გამოვლენა. „ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული კურორტის პერსპექტივები საქართველოში“, - ამ სათაურით წარადგინა თემა სტუდენტმა, რომელსაც პროფესორი პაატა ჩაგანავა ხელმძღვანელობდა.
ქეთის თავგადასავლებით დატვირთული ყოველდღიურობა უყვარს. ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც პიროვნული ზრდისთვის დაეხმარება.
სრულად