აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ინსტიტუტმა ბათუმის N7 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი ,,მესამე მისია“ ხელს უწყობს სკოლის და უნივერსიტეტის პოტენციალის  ინტეგრირებას. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის N7 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის  ქიმიური ანალიზის და სურსათის უსაფრთხოების განყოფილებამ. მეცნიერ-თანამშრომლები დარეჯან ჩიქოვანიდა სოფიკო მანჯგალაძე მოსწავლეებს ესაუბრნენ სამოქალაქო განათლების მნიშვნელოვან როლზე სურსათის   უსაფრთხოების კუთხით, თუ რას ნიშნავს სუფთა  და უსაფრთხო პროდუქტი, ასევე ყურადღება გაამახვილეს სასურსათო  პროდუქტების და კვების მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებს და მკვლევრებს შორის გაიმართა ინტერაქტიური საუბარი  მიკროორგანიზმების  მნიშვნელობასა და როლზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში,  მედიცინაში, ფარმაცევტულ და  კვების მრეწველობაში.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მიკრობიოლოგიურ კვლევებში გამოყენებული ხელსაწყოები, პრეპარატები, ჭურჭელი (პეტრის ჯამი, მარყუჟი, სინჯარები, პიპეტები, თერმოსტატი, ავტოკლავი, ბაქტერიების დასათვლელი ხელსაწყო); გაეცნენ სტერილიზაციის, შეფუთვის, შენახვის პირობებს. ჩატარდა მასტერ კლასი, რომლის დროსაც  მოსწავლეებმა  გამოცადეს  საკუთარი უნარები და დაამზადეს ობისა და საფუარი სოკოების პრეპარატები. ამით მათ შეისწავლეს უსაფრთხო კულტურის მიღების, შეღებვის და მიკროსკოპში დათვალიერების   მეთოდები.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა