გერმანული ენის თვე ბსუ-ში

სურათი

გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD), გოეთეს ინსტიტუტთან, თბილისში ავსტრიულ ბიბლიოთეკასთან და გერმანიის საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალურ უწყებასთან (ZfA) ერთად, აწყობენ „გერმანული ენის თვეს“ სლოგანით „სამი ქვეყანა - ერთი ენა“.

6 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში  გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

 

6 ივნისი, 9:00 საათი, 55-ე აუდიტორია

ღონისძიების გახსნა

 

09:15 საათი, 55-ე აუდიტორია - ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, თამარ

ცოფურიშვილის ლექცია, „ქალები გერმანულენოვან სამყაროში“

 

10:00 საათი- 13:00 საათი უნივერსიტეტის ჰოლი (III სართული)

საინფორმაციო გამოფენა - გერმანიის საელჩო, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, სკოლა - ,,ევრო 2000“

 

13:00-15:00 საათი, სააქტო დარბაზი

ვიქტორინა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის, გამარჯვებულებს გადაეცემათ საელჩოს მიერ დაწესებული პრიზები


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა