
5-7 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პარტნიორობით დოქტორანტებისათვის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - მეორე International Excellence School-ი გაიმართება. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. მეორე საერთაშორისო Excellence school-ის თემატიკაა „ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“.
მეორე საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 24 მაისი, 16:00 საათი.
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ორგანიზატორებს მიმართეთ შემდეგ ელმისამართზე: internationalisation_georgia@savvybusiness.eu
International Excellence School-ის ჩატარება მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევრებისა (მაგ. დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და მკვლევრები დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში) და აკადემიური პერსონალის მომზადებას კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. ძირითადი ამოცანაა, ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება.

უკან |