ბსუ-ს აკადემიური საბჭოს სამდივნო არის დამხმარე სტრუქტურული ერთეული, ბსუ-ს მართვის ორგანოს - აკადემიური საბჭოს - სამდივნო, რომელიც ახორციელებს აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფას.
აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი:
ა) აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომის გამართვის თარიღს, სხდომის დღის წესრიგის პროექტს და ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის შესაბამისად, თანდართულ პროექტებთან და სხვა მასალასთან ერთად აწვდის ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სხდომის დღის წესრიგის პროექტისა და მიღებული დადგენილებების ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბსუ-ს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, გაზეთში „ბათუმის უნივერსიტეტი“ გამოქვეყნებას;
გ) უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრების სხდომაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციის (გამოცხადების შემთხვევაში - ხელმოწერებით დადასტურება; გამოუცხადებლობის შემთხვევაში - საპატიო მიზეზის მითითება) აღრიცხვას;
დ) აწარმოებს აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს და უზრუნველყოფს აუდიოფირზე ჩაწერის გამართულობას;
ე) ვალდებულია აკადემიური საბჭოს აქტები დროული მიაწოდოს (სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურული ერთეულებს და პირებს;
ვ) უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს საქმისწარმოებას (სამსახურეობრივი მიმოწერა, სხდომის ოქმების/დადგენილებების/წარდგინებების/განცხადებების აღრიცხვასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას, ასევე აუდიოჩანაწერების შენახვას;
ზ) პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს ბეჭდის გამოყენებაზე და შენახვაზე;
თ) უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებული ინფორმაციის (სამართლებრივი აქტების), როგორც რეაქტიულ, ისე პროაქტიულ გამოქვეყნებას (საჯარო ინფორმაცია), ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
ი) აწარმოებს აკადემიური საბჭოს წევრთა საკონტაქტო მონაცემების შეგროვებას და შენახვას, ასევე მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის მონაცემების სტატისტიკურ აღრიცხვას და ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სხდომაზე აწვდის ინფორმაციას აკადემიურ საბჭოს.
კ) ვალდებულია აკადემიურ საბჭოს დამატებით წარუდგინოს წლიური, გაერთიანებული ანგარიში, მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებები და სამდივნოს ფუნქციები განისაზღვრება ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით დამტკიცებული ბსუ-ს აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.
ბსუ-ს აკადემიური საბჭოს რეგლამენტი (N81, 23.12.2016 წ. - კოდიფიცირებული)
უკან |